Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the updraftplus domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/firefliesge/public_html/wp-includes/functions.php on line 6114
Fireflies Development

We create the story of your business

ჩვენ შესახებ

Fireflies ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა რომლის სერვისები მორგებულია ბიზნესის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ჩვენ ვთავაზობთ სტრატეგიულ მხარდაჭერას მცირე, საშუალო და დიდი ზომის კომპანიებს მათი ორგანიზაციული განვითარების ეტაპისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ჩვენ კომპანიებს ვუწევთ მხარდაჭერას ბიზნესის სტრატეგიის, ბრენდირების, მარკეტინგული სტრატეგიის, ორგანიზაიული განვითარებისა და HR-ის მიმართულებით.

პროექტები

ცივის ყველი

ცივი კახეთის რეგიონში არსებული მთის სახელია, სადაც კომპანიის საძოვრები მდებარეობს. ლოგოს სიმბოლოზე მუშაობისას ძროხისა და მთის ვიზუალები გავაერთიანეთ ერთ კონცეფციაში. სიმბოლო გამოსახავს კომპანიის მზრუნველობით ხასიათს, რომელიც ნატურალურ პროდუქტებს სიყვარულითა და ზრუნვით აწვდის მომხმარებელს. კომპანია სხვადასხვა უნიკალური გემოს მქონე ყველს აწარმოებს, როგორიცაა: საფერავის ღვინო, ტარხუნა, წიწაკა, სუნელები და სხვა გამორჩეული არომატები. ხელით შესრულებული ილუსტრაციები შეიქმნა თითოეული ტიპის ყველის ექსლუზიური გემოების გამოსახატად.

ბერიკა

ბერიკა ქართული ღვინის კომპანიაა, რომლის რებრენდიგზეც ჩვენმა გუნდმა იმუშავა. ვიზუალური სიმბოლო აგებულია ბერიკას კონცეფციის გარშემო. ბერიკა - ქართული ხალხური თეატრის მსახიობია, რომელიც ნიღბებში ასრულებდა სხვადასხვა სპექტაკლებს სპეციფიკური შინაარსით. ამ შემთხვევაში ბერიკას წარმოვაჩენთ, როგორც ქართული ღვინის ტრადიციების მთხრობელს, რომელიც აცნობს კულტურულ ფასეულობებს და ამით მომხმარებელს უძღვება ქართული ღვინის კულტურის სათავემდე. სიმბოლო წარმოადგენს ბერიკას ნიღაბს, რომელიც დამზადებულია ვაზისგან.

ამოსა

ქართული ღვინის კომპანია AMOSA-ს ბრენდინგზე ჩვენმა გუნდმა იმუშავა. ბრენდი თავისუფლების იდეის გარშემო შეიქმნა, რომელიც მუდმივი მოძრაობის კონცეფციით გამოიხატა. AMOSA ქართული ღვინის უძველესი ფასეულობის განვითარების სიმბოლოა, რომელიც მასში ქართული ღვინის ნამდვილი ღირებულების დატოვებას და მისი სტერეოტიპებისგან განთავისუფლებას გულისხმობს.



ჩვენი კლიენტები

გამოგვყევით:

ბრენდირება

ბრენდინგი ბაზარზე ორგანიზაციის ძლიერი პოზიციონირების განსასაზღვრად უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც გულისხმობს ორგანიზაციის ინდივიდუალური, სხვებისგან განმასხვავებელი მახასიათებლების განსაზღვრას და ბაზრის მოთხოვნას შორის იმ თანხვედრის მოძებნას, რომელიც კომპანიის სტრატეგიულ უპირატესობად შეიძლება იქცეს. ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბება საკვანძო ელემენტია იმისათვის, რომ მომხმარებლისთვის ბრენდი გამორჩეული გახდეს. სწორად ჩამოყალიბებული ბრენდინგი ზრდის კომპანიის ღირებულებას და გვაძლევს მიმართულებებს, რომელიც უმნიშვნელოვანესია სამოქმედო და საკომუნიკაციო სტრატეგიის ჩამოყალიბებაში გაყიდვების, მარკეტინგის, ორგანიზაციის შიდა კომუნიკაციის დასაგეგმად.

HR მომსახურებები

HR უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა იმისათვის, რომ კომპანიებმა შექმნან მყარი ფუნდამენტი. ის მართვისთვის წამყვანი ინსტრუმენტია, რომელიც მუდმივად ახერხებს ორგანიზაციის სასიცოცხლო ძალების გენერირებას და ქმნის ორგანიზაციულ კულტურას – იმ ღირებულებებს, რომელიც კრავს ორგანიზაციას ერთ ცოცხალ ორგანიზმად.

ჩვენი გუნდის გამოცდილება HR სისტემების მართვის მიმართულებით მოიცავს ადამიანური რესურსების მართვის ყველა კომპონენტს- თანამშრომლების მოზიდვასა და შერჩევას, არსებული თანამშრომლების მართვისა და შეფასების სისტემების გაუჯობესებასა და ტრეინინგების მიმართულებას იმისათვის, რომ კომპანიამ ეფექტურად მოახდინოს ადამიანური რესურსების მოზიდვა და განვითარება.

მარკეტინგი

მარკეტინგის ფუნქციაა, კომპანია ინტერაქციაში შეიყვანოს მომხმარებელთან და განსაზღვროს, თუ რისი თქმა გვინდა მომხმარებლისთვის, რა საშუალებით შევძლებთ ჩვენი სათქმელის მომხმარებლისთვის მიწოდებას, კომუნიკაციის რა არხები ერგება ჩვენს სამიზნე სეგმენტს და როგორ ვაწვდით ჩვენს სათქმელს მათ მაქსიმალური ეფექტურობის მისაღებად.

ჩვენ გთავაზობთ ყოველ იმ მარკეტინგულ ნაბიჯს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენმა კომპანიამ მომხმარებელთან გასაგები და ეფექტური ინტერაქცია განახორციელოს.

ტრენინგები

ჩვენ გთავაზობთ თანამშრომლებისთვის არსებულ ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით. თითოეული მათგანის მიზანი კი თანამშრომელთა კვალიფიკაციის ზრდა და კომპანიის განვითარებაა.

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ორგანიზაციის შიგნით არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მათ მოსაგვარებლად თანამშრომლებზე მორგებული ტრენინგ კურსების შექმნაში. ჩვენი მიდგომა მოიცავს კომპლექსურ მოქმედებას და ამის საფუძველზე, ეფექტური ტრენინგ კურსის ჩამოყალიბებას. ერთი მხრივ, ჩვენი მიზანია ტრენინგმა პოზიტიური ეფექტი იქონიოს კომპანიის სამუშაო პროცესებზე, მეორე მხრივ კი, გაიზარდოს თანამშრომელთა შორის მოტივაცია და კომპანიისადმი მიკუთვნებულობის განცდა

სტარტაპის მხარდაჭერა

სტარტაპების მხარდაჭერის მომსახურება მოიცავს ყველა იმ სერვისს, რაც თქვენი სამომავლო ბიზნესის წარმატებისთვის საკვანძო ელემენტს წარმოადგენს- იდეის მხარდაჭერა, ბიზნეს გეგმის შემუშავება, ფინანების მოძიებასთან დაკავშირებული კონსულტაციები და მენეჯერული პროცესების მხარდაჭერა. ამასთან ერთად კი გთავაზობთ ბრენდირების, მარკეტინგისა და HR სერვისებს თქვენი სტარტაპის განვითარებისთვის.