რატომ ვერ მუშაობენ კომპანიაში სტრატეგიული მიმართულებები კოორდინირებულად და რას ნიშნავს პრობლემის გადაწყვეტა ინტერგირებული სტრატეგიული ხედვით

რას ნიშნავს მხარდამჭერი სტრატეგიული ფუნქციები?

ნებისმიერი ტიპის კომპანიის სტრუქტურაში არსებობს ძირითადი და მხარდამჭერი დეპარტამენტები. მხარდამჭერი დეპარტამენტები 2 ნაწილად იყოფა. ნაწილის ფუნქციაა, შეინარჩუნოს კომპანიის, როგორც „მანქანის“ ფუნქციონირება და დააკავშიროს ერთმანეთთან სხვადასხვა დეპარტამენტი, მეორე ნაწილის ფუნქცია კი იმაში მდგომარეობს, რომ კომპანიის სამომავლო მიმართულება განსაზღვროს. ასეთი მიმართულებები ორგანიზაციებში სხვადასხვა სახითა და ფორმით გვხვდება, თუმცა ჩვენ გამოვყავით რამდენიმე მიმართულება, რომელთა კოორდინირებულად მუშაობა კომპანიის გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად აუცილებელია და გადავწყვიტეთ, რომ როგორც საკონსულტაციო, ასევე აუთსორსინგ სერვისი შეგვექმნა, სადაც ამ სტრატეგიული მიმართულებების ინტეგრირებულ საერთო ხედვაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს შევთავაზებდით ბიზნესს.

HR და ორგანიზაციული განვითარება

HR სწრაფად მზარდი და დინამიკური მიმართულებაა არა მარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. კომპანიების უმეტესობამ უკვე ჩვენთანაც დაიწყო ამ მიმართულების განვითარება და კადრების განყოფილებები გადაიქცა ტალანტების მართვისა და განვითარების განყოფილებებად. HR-ს გადამწყვეტი როლი აქვს კომპანიის ოპერაციული მდგრადობის უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით ახლა, როცა სწორი ადამიანების მოძიება და დაინტერესება ბაზარზე განსაკუთრებით ჭირს. თუმცა HR-ის სტრატეგიულ დეპარტამენტად გადაქცევას ადგილობრივი კომპანიებიდან ძალიან ცოტა ახერხებს. ძირითადად პრობლემა ისაა, რომ ბიზნეს განათლება არ მოიცავდა HR-ს, ხოლო HR განათლება ბიზნესს. HR-ს ხშირად არ აქვს ბერკეტი, რომ გენერალურ დირექტორს, ფინანსურ დირექტორს ან მარკეტინგის დირექტორს დაუსაბუთოს ამა თუ ინიციატივის მნიშვნელობა და შესაბამისად მოითხოვოს რესურსები. სტრატეგიული HR ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიასაც გულისხმობს, თუმცა კომპანიების უმეტესობა არჩევს, რომ ეს ფუნქცია გარეთ „outsource“- ზე გაიტანოს და ამით კომპანიაში ობიექტურობის განცდის შექმნითა და სენსიტიურ საკითხებთან დაკავშირებით მედიაციის პროცესების დახმარებით შეამსუბუქოს და მარტივად მისაღები გახადოს შიდა ორგანიზაციული ცვლილებები. ამ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე მუშაობისას არსებობდეს ყველა მიმართულების სტრატეგიული ხედვა და კომპანიის პროცესები მხოლოდ 1 პრიზმიდან არ იყოს დანახული.

ბრენდინგი და მარკეტინგი

ბრენდინგი და მარკეტინგი ადგილობრივ კომპანიებში სხვადასხვა სახით გვხვდება. ბრენდინგის მომსახურებას ხშირად კრეატიულ სააგენტოებს ანდობენ, თუმცა ბრენდინგის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ბიზნეს სტრატეგიის გააზრება და შიდა პროცესების დანახვის უნარია, ამიტომ ხშირად კომპანიები ბრენდინგის ყველა ელემენტს ქმნიან, თუმცა ის მხოლოდ ერთი დეპარტამენტის გამოყენებაშია და ვერ ხდება მისი ინტეგრირება შიდა პროცესებში და ორგანიზაციულ სტრუქტურაში. მარკეტინგის დეპარტამენტის ყველაზე გავრცელებული სუსტი მხარე ქართულ ბაზარზე ისაა, რომ კომერციულ მიმართულებას უკან მიჰყვებიან და არა წინ, ამიტომ სტრატეგიულ ფუნქციას ვერ ასრულებენ. ამის მიზეზი არაპროგნოზირებადი ბაზარია, თუმცა ამ პირობებშიც კი შესაძლებელია სწორი პროგნოზების გაკეთება და მარკეტინგის სტრატეგიულ უპირატესობად გადაქცევა. მარკეტინგისა და ბრენდინგის როლი დიდია არა მარტო კომპანიის გაყიდვებისა და ბაზარზე ბრენდის კაპიტალის შექმნის მიმართულებით, არამედ ორგანიზაციული განვითარების მიმართულებითაც, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მარკეტინგსა და HR-ს საერთო განვითარების ხედვა ჰქონდეთ, ხოლო შიდა და გარე კომუნიკაცია ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს.

სტრატეგიული ფინანსები

ქართულ ბაზარზე ფინანსური ინსტიტუტები კარგად არის განვითარებული, რაც კომპანიებისთვის რესურსებზე წვდომას ნიშნავს. იმისათვის, რომ კომპანიებმა მოახერხონ ინვესტიციების მოზიდვა და სწორად დაგეგმონ თავიანთი ზრდა უმნიშვნელოვანესია, რომ ფინანსურ დირექტორს ჰქონდეს კომპანიის ზრდის სტრატეგიული ხედვა, რაც მარკეტინგთან კოორდინირებულ მუშაობას გულისხმობს. ქართულ ბაზარზე მცირე და საშუალო კომპანიის ფინანსური დირექტორები უმეტესწილად მხოლოდ ბუღალტერიისა და შიდა აღრიცხვის პროცესების დახვეწითა და რეპორტინგით შემოიფარგლებიან, რადგან კომპანიაში არ არსებობს სტრატეგიული განვითარების ხედვა, რომლისკენ სვლაშიც ფინანსურ დეპარტამენტს გადამწყვეტი როლი შეიძლება ჰქონდეს. ფინანსების სტრატეგიულ დაგეგმარებას ართულებს ისიც, რომ ბაზარი არასტაბილურია და ფულადი სახსრების მართვა კომპანიების უმეტესობისთვის ჯერ კიდევ დიდი გამოწვევაა, შესაბამისად ფინანსური დეპარტამენტის რესურსები საოპერაციო გამოწვევებში იკარგება.

ჩვენ შეგვიძლია ველაპარაკოთ ყველას

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა იმაშია, რომ ჩვენი გუნდი არ უდგება დასახულ ამოცანას ვიწრო ჭრილში, ჩვენ შეგვიძლია კომპანიებს შევთავაზოთ დასახული ამოცანის განსხვავებული გადაწყვეტა. ხშირად მოსულან კომპანიები HR პრობლემით და ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის მარკეტინგული კამპანია შეგვითავაზებია, ან მოსულად ფინანსებთან დაკავშირებული საკითხით და HR გადაწყვეტა ყოფილა ყველაზე ეფექტური. დეპარტამენტებს უჭირთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და ამიტომ პრობლემის დიაგნოსტირება და მისი გადაწყვეტის ეფექტური გზების ძიებაც რთულდება. ჩვენი სერვისებით ჩვენ ვთავაზობთ მხარდაჭერას იმისათვის რომ კონკრეტულმა დეპარტამენტმა შეძლოს თავისი სტრატეგიული ამოცანის ეფექტურად შესრულება.

გამოგვყევით: