ჩვენ შესახებ

Fireflies ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბიზნესს სტრატეგიულ დაგეგმარებაში, ორგანიზაციულ განვითარებაში, ბრენდინგისა და მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ჩვენ ორგანიზაციებს დამხმარე მენეჯერული პროცესების აწყობისა და აუთსორსინგის სერვისს ვთავაზობთ. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ, მიიღოთ თქვენზე მორგებული, მოქნილი მხარდაჭერის ინსტრუმენტები და კონსულტაცია იმისათვის, რომ სწორად განავითაროთ ბიზნესი.

ჩვენს გუნდს აქვს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა ინდუსტრიებთან თანამშრომლობის პრაქტიკა გვაძლევს შესაძლებლობას, ვადაპტირდეთ და მომხმარებელს ინდივიდუალური, მათზე მორგებული  გადაწყვეტილებები შევთავაზოთ.

ანი მიხანაშვილი

ანი მიხანაშვილი Fireflies-ის დამფუძნებელია. ის ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მაგისტრი და Adizes Institute-ის სერთიფიცირებული ინტეგრატორია. მას ბიზნეს სექტორში მუშაობის 7 წლიანი, ხოლო ორგანიზაციული განვითარების მიმართულებითა და HR პროექტებზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი ბრენდის სტრატეგიაზე უკვე სამ წელზე მეტია მუშაობს. 

მიხეილ მთიულიშვილი

მიხეილ მთიულიშვილი Fireflies-ის გუნდს 2022 წელს შემოუერთდა. მას პროექტების მართვის 6 წლიანი გამოცდილება გააჩნია როგორც ბიზნეს, ასევე სამოქალაქო სექტორში. ამ დროის მანძილზე, როგორც Fireflies-ის პროექტების ანალიტიკოსი, იგი ჩართული იყო 10-ზე მეტი პროექტის მართვის პროცესში.

მეგი სიდამონიძე

მეგი სიდამონიძე ვიზუალური ბრენდის ავტორია, რომელსაც 20-მდე ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან უმუშავია. მას გრაფიკული დიზაინის მიმართულებით 5 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი კარიერული გზა საერთაშორისო პროექტებში UI/UX დიზაინის მიმართულებასაც მოიცავს. მეგის  უმუშავია Sci-fi და ფანტასტიკით ჟანრის წიგნების ილუსტრატაციებზე.

ნანუკა მახარაშვილი

ნანუკა მახარაშვილი Fireflies-ის გუნდს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე შემოუერთდა. მისი გამოცდილება მოიცავს როგორც copywriting-ის, ისე სოციალური მედიის მართვისა და კომუნიკაციის მიმართულებებს. მისი პროფესიული სპეციფიკა შედგება როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური, საგანმანათლებლო და ჟურნალისტიკის სფეროებისგან.

სოფია მთიულიშვილი

სოფია მთიულიშვილი Fireflies-ის გუნდს HR ასისტენტის პოზიციაზე შემოურთდა. მისი საქმიანობა მოიცავს კანდიდატების მოძიების პროცესში ჩართულობას, გასაუბრებებში მონაწილეობის მიღებას, შერჩევის ეტაპებზე კანდიდატებთან კომუნიკაციას, ცნობების მომზადებაში ჩართულობასა და სხვადასხვა HR აქტივობების დაგეგმვას.

ლიკა მთვარელიძე

ლიკა მთვარელიძე Fireflies-ის მარკეტინგის გუნდს ციფრული მედია მენეჯერის პოზიციაზე შემოუერთდა. ლიკას გამოცდილება მოიცავს მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებებს. მისი საქმიანობა მოიცავს სოციალური მედიის მენეჯმენტს, კონტენტ მენეჯმენტის მიმართულებას და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში ჩართულობას.

გამოგვყევით: