FIREFLIES – ბიზნესის სტრატეგიული მხარდამჭერი

ნებისმიერი სახის პროექტისა თუ ბიზნესის წარმატებისთვის ბრენდის სტრატეგიისა და ორგანიზაციული განვითარების დაგეგმვა ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. კომპანიების დიდი ნაწილი ამ პროცესების გავლას გარე კონსულტანტების ჩართულობით არჩევს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია განსხვავებული პერსპექტივები და მედიაციის პროცესი, რომლის შემოთავაზება საკონსულტაციო კომპანიებს შეუძლიათ. გლობალური ტენდენციისა და ბაზარზე მოთხოვნის საპასუხოდ, ანი მიხანაშვილმა კომპანია Fireflies შექმნა, რომელიც ბიზნესს სტრატეგიულ დაგეგმარებაში, ორგანიზაციულ განვითარებაში, […]

რატომ ქრება ორგანიზაციაში ინიციატივები?

ყველა ორგანიზაცია თავისი ისტორიის მანძილზე განვითარების სხვადასხვა ეტაპს გადის და ეტაპების შესაბამისად, პრობლემებიც განსხვავებულია. ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი მენეჯმენტისთვის ორგანიზაციებში ინიციატივების გაქრობაა. მსგავს პრობლემასთან ბრძოლა ხშირად მენეჯმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ზუსტად შემოქმედობითობაა კომპანიის მამოძრავებელი ძალა და ის, რაც მას უნიკალურს ხდის. მიუხედავად იმისა, თუ რომელ ინდუსტრიაში ოპერირებს კომპანია და როგორი ორგანიზაციული წყობა აქვს მას, ინიციატივების […]

რატომ ვერ მუშაობენ კომპანიაში სტრატეგიული მიმართულებები კოორდინირებულად და რას ნიშნავს პრობლემის გადაწყვეტა ინტერგირებული სტრატეგიული ხედვით

რას ნიშნავს მხარდამჭერი სტრატეგიული ფუნქციები? ნებისმიერი ტიპის კომპანიის სტრუქტურაში არსებობს ძირითადი და მხარდამჭერი დეპარტამენტები. მხარდამჭერი დეპარტამენტები 2 ნაწილად იყოფა. ნაწილის ფუნქციაა, შეინარჩუნოს კომპანიის, როგორც „მანქანის“ ფუნქციონირება და დააკავშიროს ერთმანეთთან სხვადასხვა დეპარტამენტი, მეორე ნაწილის ფუნქცია კი იმაში მდგომარეობს, რომ კომპანიის სამომავლო მიმართულება განსაზღვროს. ასეთი მიმართულებები ორგანიზაციებში სხვადასხვა სახითა და ფორმით გვხვდება, თუმცა ჩვენ გამოვყავით რამდენიმე მიმართულება, […]