ბერიკა ქართული ღვინის კომპანიაა, რომლის რებრენდიგზეც ჩვენმა გუნდმა იმუშავა.
ვიზუალური სიმბოლო აგებულია ბერიკას კონცეფციის გარშემო. ბერიკა – ქართული ხალხური თეატრის მსახიობია, რომელიც ნიღბებში ასრულებდა სხვადასხვა სპექტაკლებს სპეციფიკური შინაარსით. ამ შემთხვევაში ბერიკას წარმოვაჩენთ, როგორც ქართული ღვინის ტრადიციების მთხრობელს, რომელიც აცნობს კულტურულ ფასეულობებს და ამით მომხმარებელს უძღვება ქართული ღვინის კულტურის სათავემდე. სიმბოლო წარმოადგენს ბერიკას ნიღაბს, რომელიც დამზადებულია ვაზისგან.