Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the updraftplus domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/firefliesge/public_html/wp-includes/functions.php on line 6121

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the translatepress-multilingual domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/firefliesge/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
ბრენდინგი – Fireflies Development

ბრენდირება

  • ბრენდის სტრატეგია – ბრენდის ღირებულებების, მისიისა და ხედვის განსაზღვრა
  • ბრენდის სახელმძღვანელო – ლოგოს დიზაინი, ბრენდის პირველადი და მეორეული ფერები, შეფუთვის დიზაინი, სავიზიტო ბარათის დიზაინი, Email-ის ხელმოწერა
  • ბრენდის ვიზუალური იდენტობის შექმნა


ბრენდინგი ბაზარზე ორგანიზაციის ძლიერი პოზიციონირების განსასაზღვრად უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც გულისხმობს ორგანიზაციის ინდივიდუალური, სხვებისგან განმასხვავებელი მახასიათებლების განსაზღვრას და ბაზრის მოთხოვნას შორის იმ თანხვედრის მოძებნას, რომელიც კომპანიის სტრატეგიულ უპირატესობად შეიძლება იქცეს. ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბება საკვანძო ელემენტია იმისათვის, რომ მომხმარებლისთვის ბრენდი გამორჩეული გახდეს. სწორად ჩამოყალიბებული ბრენდინგი ზრდის კომპანიის ღირებულებას და გვაძლევს მიმართულებებს, რომელიც უმნიშვნელოვანესია სამოქმედო და საკომუნიკაციო სტრატეგიის ჩამოყალიბებაში გაყიდვების, მარკეტინგის, ორგანიზაციის შიდა კომუნიკაციის დასაგეგმად.

ბრენდინგის სერვისი უზრუნველყოფს კომპანიის, პროდუქტის ან სერვისის უნიკალური იმიჯისა და იდენტობის შექმნის პროცესს. იგი მოიცავს ყველა იმ ელემენტს, რომელიც აყალიბებს ბრენდის აღქმას, როგორიცაა მისი სახელი, ლოგო, ფერები, ტიპოგრაფია, ფონტი და მთლიანი იდენტობა. ბრენდინგის მიზანია შექმნას უნიკალური და დამაჯერებელი ბრენდი, რომელიც რეზონანსდება მომხმარებლებთან, აყალიბებს ნდობას და ამყარებს მათთან გრძელვადიან კავშირს.

ბრენდინგის პროცესის მხარდასაჭერად ჩვენი გუნდი იყენებს ორგანიზაციული ფსიქოლოგიის უახლეს მიდგომებს, რაც საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ აბსტრაქტული ცნებებიდან კონკრეტული სამუშაო გეგმა, რომელიც მარტივად ითარგმნება ყოველდღიურ სამუშაო ამოცანებად. 

გამოგვყევით: